პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - საკუთარი თავის საცემადაც მზად არიან

03.10.16 18:25


”ნაციონალურ მოძრაობაში” საკუთარი თავის საცემადაც მზად არიან, რათა აჩვენონ, რომ ეს ხელისუფლება მსგავსია წინა ხელისუფლების, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მანვე სამეგრელოში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.

”გოგონები სცემეს ამას წინ და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე იკვეთება ეს დანაშაული. ეს მათი ხელწერაა და სულ არ გამიკვირდება. ისევე როგორც კორცხელი, ამდენი იძახეს, მათი დადმული სცენარი იყო, ტყუილად არ უპოვნიათ მათ მანქანაში ხელკეტები. იქაც თვითონ ძალადობდნენ. საკუთარი თავის საცემადაც მზად არიან, რათა აჩვენონ, რომ ეს ხელისუფლება მსგავსია წინა ხელისუფლების”, - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები