ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა

22.07.21 17:40


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1191 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0241 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6787 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6437 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0350 ლარი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები