პოლიტიკა

ნიკა რურუას შტაბის უფროსი დააკავეს

03.10.16 19:00


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას განცხადებით, მისი შტაბის უფროსი დააკავეს.

დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, დავით ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.

"ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით.ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით"- წერს რურუა სოციალურ ქსელში.

ფატი "ნიუპოსტს" შინაგან სამეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები