პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ვგმობ მედიაზე ძალადობას - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები

23.07.21 10:00


ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრისას, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა 90-წლების მიტინგებზეც არ ახსოვს.

 

„გეთანხმებით, მე ვგმობ ამას, ძალიან მძიმეა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები. ეს იყო მართლა უპრეცედენტო შემთხვევა. მე თავშივე გავუსვი ხაზი, ასეთი რაღაც მე მართლა არ მახსოვს. 27 წელზე მეტია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ, ასეთი რაღაც არასდროს, არც 90-იანი წლების მიტინგებზე არ მახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინათ. ეს იყო კატასტროფა. ძალიან მძიმე იყო ყველასთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები