პოლიტიკა
26.07.21 15:20
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რომელიც სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული“, - ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რომელიც მოქალაქეებს ჰქონდათ რეგიონებში ვიზიტებისას.
„შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. უკვე სექტემბრიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისგან.
ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ნაწილი ტექნიკის ღირებულების იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ.
ჩვენ გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება - 20,000 ლარამდე ტექნიკის, საშუალო თანხის მექანიზაციის - ესაა 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100,000 ლარზე მეტის ღირებულების შემთხვევაში; აქ შედის როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, ფაქტობრივად ყველა ის საშუალება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი.
თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა შემდეგი პირობით: იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება ასევე შეადგენს ღირებულების 35% -ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%-ით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24