პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - მაჟორიტარებთან დაკავშირებულ კოორდინაციაში უნდა შემოვიდეს მეტი პარტია - „ლელოს“ პასუხი იქნება უახლოეს დღეებში

27.07.21 14:20


ჩვენ ძალიან მალე კვლავ მოვისმენთ კოორდინაციის მნიშვნელოვან დეტალებს - გუნდურ პლატფორმაზე მაჟორიტარებთან დაკავშირებულ კოორდინაციაში უნდა შემოვიდეს მეტი პარტია, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ისინი "ლელოს" პოზიციას ელოდებიან.

 

„ჩვენ როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ,დავთმეთ ათივე მაჟირიტარული ოლქი თბილისში და ღია ვართ თანამშრომლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის, „ლელოს“ პასუხი იქნება უახლოეს დღეებში. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველ დღე, მათ შორის, "ლელოსთანაც". აქ არ არის საუბარი ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ჩვენ ეს გათვითცნობიერებული გვაქვს ოპოზიციურ ძალებს. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ამოცანაა 43-პროცენტიან ნიშნულს ქვევით "ქართული ოცნების" დატოვება, შეთანხმებული და კოორდინაციული ერთობა ამაში დაგვეხმარება, ძალიან მკვეთრი ხაზი უნდა გავავლოთ "ქართულ ოცნებასა" და დანარჩენ ოპოზიციას შორის. ეს არის მთავარი, ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ძირითად ოპიზიციურ პარტიებს შორის თანხმობა არ არსებობს. დაველოდოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ მაჟორიტარულ კანდიდატებში კოორდინაციის მიმართულებით პარტიები ჩაებმევიან,” - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები