პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება

27.07.21 17:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება, რომელიც სექტემბერში, ათენში გაიმართება,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.

 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია.

 

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ასახულია საარჩევნო კოდექსში.

 

რიკ დემსი ქვეყანას 28 ივლისს დატოვებს. ის უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები