პოლიტიკა

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

29.07.21 15:00


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

 

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პირადად მე, მთლინად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუში მონაწილეობის მისაღებად.

 

ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, პრინციპული დამოკიდებულების გათვალისწინებით გუნდის შიგნით ვთხოვე ჩემს  მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ „ქართულ ოცნებას“. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება და თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მეტად მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები