პოლიტიკა

რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა თუ აღდგა, მივესალმები - ირაკლი ზარქუა

29.07.21 15:40


ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა თ აღდგენა, ეს მისასალმებელია. მისი განმარტებით, ეს ფაქტი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს:


"მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ვიღაც იტყვის, რუსეთიდან... რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა. არ ვიცი, ვინ აცხადებს, სერიოზული შედეგი მოყვება თუ არა, ისინი გადამგდებები არიან. თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს", - განუცხადა ზარქუამ "ფორმულას.

 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები