პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან

29.07.21 16:00


„ლელო“ პარლამენტში მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

 

„ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდეს სრულად. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, იმისთვის, რომ ის რეალობა, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“, აუცილებლად დადგეს. ეს რეალობა აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს. ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომ განხორციელებულიყო ყველა ცვლილება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ამიტომ, სანამ ამ მიზნებს არ მივაღწევთ, ჩვენ პარლამენტში ვრჩებით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები