პოლიტიკა

გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს თავისი კულტურითა და ტრადიციებით - ვიოლა ფონ კრამონი

29.07.21 17:40


ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების გადაწყვეილებისა, მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოეცხადებინა, მას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კრამონის თქმით, მისის აქართველოში ჩამოსვლის მიზანი კოლეგებთან საუბარია, პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდასა და ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით:


"მიუხედავად ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლისა, მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ.

ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი ამას გაიგებს. ასევე გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს თავისი კულტურითა და ტრადიციებით. მას შეუძლია ეს ტრადიცია თავისი სურვილისამებრ შეინარჩუნოს. პარლამენტის წევრებთან შესახვედრად და სასაუბროდ ჩამოვედით. მინდა კოლეგებთან პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ვისაუბრო.

მმართველი პარტიის ბოლო მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს",- თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები