პოლიტიკა

„2012 წლამდე სანქციების დაწესების საკმაოდ ბევრი საფუძველი არსებობდა“ - დავით ზალკალიანი

30.07.21 10:45


„2012 წლამდე საკმაოდ ბევრი საფუძველი არსებობდა სანქციების დაწესების“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

„არასდროს მიკადრებია არც საკუთარი თავისთვის და არც ქვეყნისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებთან მთავარი საკომუნიკაციო თემა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის სანქციებისა და შეზღუდვების დაწესება, თუმცა, მაშინდელი პერიოდი რომ შეადაროთ 2012 წლამდე პერიოდს, საკმაოდ ბევრი საფუძველი არსებობდა ამის.

 

კარგად გახსოვთ მაშინდელი ხელისუფლება, რომელიც რაოდენ ირონიულიც უნდა იყოს, დღეს როდესაც ოპონენტების პოზიციაში გვევლინებიან, მაშინ იყვნენ სწორედ მთავარი აქტორები, რომლებიც დეკლარაციულად ერთს ამბობდნენ და რეალურად აბსოლუტურად სხვას აკეთებდნენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები