პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად ამ დრომდე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა

30.07.21 11:45


შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად ამ დრომდე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა ბოლოს უკვე პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში, როდესაც ხელმომწერმა პარტიებმაც კი არ დაუჭირეს იმ ინიციატივებს, რომელიც მიშელის შეთანხმებითა და მათი მოთხოვნით იყო ჩადებული, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური სისტემა უკიდურეს პოლარიზაციას მიმართავდა.

 

„ნაციონალური მოძრაობამ“ გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი, გაზარდა დაპირისპირება, სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა და ამ დოკუმენტზე ხელის არმოწერით მან რა თქმა უნდა, ომი გამოუცხადა პირველ რიგში საზოგადოებასა და ჩვენს თანამოქალაქეებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები