პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა

30.07.21 13:20


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან, რომელიც საქართველოში 2021 წლის მარტიდან მოღვაწეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოსთანამშრომლობის ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით რუმინული მხარის წვლილს.

 

ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები