საზოგადოება

საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ 168 ათასი დოზა შემოვა

30.07.21 14:30


საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

ამასთან, გამყრელიძემ ისაუბრა „დელტა“ შტამის ცირკულაციაზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ 40-50% სწორედ „დელტა“ შტამზე მოდის.

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, არამედ იგეგმება, რომ არსებულის აღსრულება გამკაცრდეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები