ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

30.07.21 17:40


„აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა“, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.


მინისტრმა 2021 წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა.

 

„მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ივნისის ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად, ყველა სექტორმა შეიტანა წვლილი.

 

„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვები 37%-ითაა გაზრდილი და ეს ზრდა ნაწილდება ყველა სექტორზე. უმჯობესდება სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ექსპორტის მაჩვენებელი, პოზიტიურია დინამიკა გადმორიცხვების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები