პოლიტიკა
02.08.21 16:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობისა და გაზის კომპანიის BP საქართველოს ხელმძღვანელს, აიტან ჰაჯიევას შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა BP საქართველოს ხელმძღვანელს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. უკვე დამტკიცებულია სამი მთავარი დოკუმენტი - ,,საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ, 2030 წლისთვის, ეროვნულ დონეზე, სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს.
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ჩვენ ღია ვართ ყველა ინიციატივისთვის, მზად ვართ, სამომავლო თანამშრომლობისთვის ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე BP საქართველოს ხელმძღვანელმა, აიტან ჰაჯიევამ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განახლებადი ენერგიის წყაროების და სხვა ახალი ტექნოლოგიების განვითარება და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას.
„კომპანია BP საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს. ნავთობისა და გაზის უმსხვილესი პროექტების გარდა, კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველოს რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ ახალი შესაძლებლობების განვითარებას, რომლებიც კლიმატური ცვლილებების შერბილებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, გვსურს გავეცნოთ ამ კუთხით საქართველოში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას, რათა შევძლოთ განვსაზღვროთ შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები“, - აღნიშნა აიტან ჰაჯიევამ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24