პოლიტიკა

იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

02.08.21 17:00


ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (130 კგ) იაკობ ქაჯაია ფინალში ლეგენდარულ კუბელ, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონ მიაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.


შეხვედრა დასაწყისში თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩობჯენი გამოიყენა და პირველ ნახევარში 3:0 გაიმარჯვა. დროთა განმავლობაში ქაჯაიას მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა, საბოლოოდ შეხვედრა 5:0 დასრულდა. იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

 

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 3 საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ქაჯაიას მედლის გარდა, - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები