ეკონომიკა

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

02.08.21 18:00


მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხორციელდა 22.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (53%) გაიზარდა.

 

ინფორმაციისთვის, ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთსა (14 726 ტონა) და სომხეთში (6 902 ტონა), ასევე, უკრაინაში (592 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები