პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს შეხვდა

03.08.21 12:00


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს საქართველოში, ჩანგ დაესოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოსა და კორეას შორის 30-წლიანი ურთიერთობის იუბილესთან დაკავშირებით, 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრეს და კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროში სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ჩანგ დაესომ გამოთქვა სურვილი, კორეელმა და ქართველმა რეჟისორებმა გადაიღონ დოკუმენტური ფილმი საქართველოსა და კორეის ურთიერთობაზე, რისთვისაც საქართველოში კორეელი დოკუმენტალისტები ჩამოვლენ, ხოლო კორეაში ქართველი დოკუმენტალისტები გაიგზავნებიან“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები