პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ოპოზიცია გიორგი სიორიძეს წარადგენს

03.08.21 13:20


ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ოპოზიცია გიორგი სიორიძეს წარადგენს,- აღნიშნულის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, სიორიძეს 5 პარტია წარადგენს ("ლელო, "სტრატეგია აღმაშენებელი," "მოქალაქეები, "ევროპელი სოციალისტები ", "ევროპელი დემოკრატები"), თუმცა, მას ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს.

 

მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე ასევე განიხილებოდა "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კანდიდატი, თუმცა, საბოლოოდ "ლელოს" კანდიდატზე - გიორგი სიორიძეზე შეთანხმდნენ.

 

"ორდღიანი მოლაპარაკების შედეგად "გირჩის" ოფისში ჩამოყალიბდით კანდიდატზე, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს. 5 პარტია მას დღეს წარადგენს და იმედი მაქვს, მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს და ოპოზიციური კონსენსუსით იქნება არჩეული. ყველა პარტია იყო ჩართული მოლაპარაკებებში, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები