პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

03.08.21 15:00


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, რომელთა მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები