პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გადახედეთ უახლეს ისტორიას და მიხვდებით, რომ IRI ყოველთვის არასწორ კვლევებს დებდა

03.08.21 16:40


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი IRI-ს მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.


ყაველაშვილის თქმით, IRI-ის კვლევა მიკერძოებულია და ამის დასადასტურებლად გასული წლის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი.

 

„კვლევა, რომელიც IRI -მ გამოაქვეყნა, არის სრულიად აცდენილი რეალობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ორგანიზაცია, რომელიც IRI-სთვის საქართველოში ატარებს გამოკითხვებს, პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან. გადახედეთ უახლეს ისტორიას, გადახედეთ წინა არჩევნების დროს მათ მიერ დადებულ კვლევებს და რეალურ შედეგებს. მარტივად მიხვდებით, რომ ეს არის მანიპულაცია, ყალბი კვლევა, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები. აქ ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამჯერად „ქართული ოცნებისთვის“ წართმეული პროცენტები გახარიასაც გადაუნაწილეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები