პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მათთვის ძალაშია და არსად წასულა

03.08.21 17:40


დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მათთვის ძალაშია და არსად წასულა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრა იმ ფორმატში გაიმართა, რა განცხადებებიც იყო ევროკავშირის მხრიდან, რომ მოუსმენდნენ ყველა მხარეს.

 

„ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს და აქ საუბარია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. წინააღმდეგი ვარ, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის, მაგრამ მომხრე ვარ სანქციების იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე არღვევენ ევროპულ შეთანხმებას. გვექნება ინტენსიური კონტაქტი. ეს არის პირველი შეხვედრა. პირველი ეტაპი უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო განცხადებები და შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ქმედებები, რომელსაც მეტი დრო სჭირდება მოსამზადებლად. დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ შეთანხმება მათთვის და არსად არ წასულა“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები