საზოგადოება

ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალ ფუნქციური ოკეანოგრაფიულმეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა

04.10.16 17:00


ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალ ფუნქციური ოკეანოგრაფიულმეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა. ტივტივას განთავსება საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური” თანამედროვე სანავიგაციო ტექნოლოგიების იმპლემენტაციის ფარგლებში განხორციელდა.

როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მრავალ ფუნქციური მეტეოროლოგიური ტივტივა თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის MSM S.L.L. მიერ არის დამზადებული.

ტივტივა ზუსტი მონაცემებით ახდენს წყალქვეშა დინებების ტემპერატურის, სიჩქარისა და მიმართულებების ასახვას, ასევე მაღალი სიზუსტით გადმოგვცემს ინფორმაციას ზღვის რყევის ცვალებადობის შესახებ.

ყულევის პორტის აკვატორიაში განთავსებული ახალი მეტეოროლოგიური აპარატურა აღმოფხვრის საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის რისკებს, რომელიც ყულევის პორტში ნავთობ-ტანკერების ბუქსირით გადაადგილების დროს წყალქვეშა დინებების მახასიათებლების შესახებ ზუსტი მონაცემების არ არსებობის გამო იქმნებოდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები