პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე: კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას

20.05.16 20:55


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას.

პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, ქართველი ახალგაზრდის საკითხის დაყენებას გაეროს უმაღლეს ფორუმზე აპირებს, სადაც ადამიანის უფლებების დაცვაზე იმსჯელებენ.

„გუშინ, ხურჩაში მოხდა მკვლელობა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა უკვე მოახდინეს ამ საკითხზე რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაყენებულნი არიან საქმის კურსში.

მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღეში იქნება გაეროს ერთ-ერთი უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი ფორუმი ადამიანის უფლებებზე და იქ, ბუნებრივია, მე ამ საკითხს დავაყენებ, მაგრამ, პირველ რიგში, დღეს მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვართ და რომელიც აუცილებლად დაიძლევა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურჩასთან ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები