საზოგადოება

წალკაში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ერთი პირი მოკლა – დანაშაული გახსნილია

04.10.16 18:20


წალკაში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა ბრალდებულის ძმა, რომელმაც მკვლელობამდე მამაკაცს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.

როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

“შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა – ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – განუცხადეს “კვირას“ უწყებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები