ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXIV

04.10.16 18:30



ახალქალაქის რაიონი
სოფელი მერენია
სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია

„სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია დაარსდა 1830-იან წლებში“.... მერენიის ეკლესია სომხებმა საფუძვლიანად აღადგინეს.“ აქ შეუსაბამობა არის, თუ დაარსეს 1830-იან წლებშივე საფუძვლიანად საძირკველიანად როგორ აღადგინეს?

სავარაუდოდ, სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია რომელიღაც ძველ ქართულ ეკლესიაზე დააშენეს, საძირკვლამდე დაანგრიეს და შემდეგ აღადგინეს (ააშენეს) ახალი სომხური ეკლესია.

ს.კარაპეტიანს დაფიქსირებული აქვს სოფელ მერენიის შუაში ეკლესიის ახლოს „ლუსააღბიერ“ წყაროს კედელში ჩადგმული XVII-XVIII საუკუნეების ხაჩქარი, წყარო ალბათ შედარებით ახალია (სამწუხაროდ ს.კარაპეტიანი წყაროს აგების თარიღის შესახებ არაფერს ამბობს) ხოლო ხაჩქარები ძველი (XVII-XVIIIს.ს). საიდან არის მოტანილი ეს ხაჩქარები?...

სოფელ მერენიის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია გადასაცემ ეკლესიათა სიაშია.

ვფიქრობ, მისი გადაცემა თუ რაღაც დოკუმენტს არ წარმოადგენენ შეუძლებელია.

ვინაიდან ეს ეკლესია XIXს-შია აგებული. თუ არის რუსის მოხელის ან სასულიერო პირის „პრიკაზი“ მისი აშენების ნებართვის შესახებ მას არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, რადგან საქართველო რუსეთის როგორ ძველის ისე საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე არასდროს არ ყოფილა და არც ეხლა არის.

ნინოწმინდის რაიონი
განძა
სურბ-კარაპეტის ეკლესია

ამ სოფლის ნამდვილი სახელია განძანი, მაგრამ ისტორიას შემორჩა განძის სახელით. აქ არის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლის შალვას მიერ აშენებული ორი ქართული ეკლესია (XI-XIIს.ს)

ს.კარაპეტიანი არ ღალატობს ჩვეულებას და მათ „ბიზანტიური სტილის“ ეკლესიებს ხოლო მათზე არსებულ ქართულ წარწერებს „მესროპიანულ დამწერლობას უწოდებს.

ჯავახეთის ქართულ ეპიგრაფიკას ათეული წლების განმავლობაში სწავლობდნენ- ივ. როსტომაშვილი, ექ. თაყაიშვილი, ვ. ცისკარიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ნ.შოშიაშვილი და გ. ოთხმეზური.

ამ ბოლო წლებში გამოქვეყნდა პროფ. ვალერი სილოგავას და პროფ. ლია ახალაძის ჯავახეთის ქართული ეპიგრაფიკისადმი მიძღვნილი ვრცელი გამოკვლევები.

ს.კარაპეტიანის ამ წიგნში („ჯავახქ“) წარმოდგენილი „ქართულენოვანი ლაპიდარული წარწერების და სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული განხილვა“- ეკუთვნის ალექსანდრე ქანანიანს. რა კრიტიკულ მეცნიერულ დონეზეა შესრულებული ეს „კრიტიკული“ ანალიზი ამაზე სხვა დროს....

განძის ზედა ქართული ეკლესიის წარწერა ივ.როსტომაშვილს სრულად უნახავს მაგრამ „ ვიღაცას“ სპეციალური ბასრი იარაღით ასო-ასო ამოუშლია რამდენიმე სიტყვა.

მეორე ქვედა ქართული ეკლესია, რომელიც შედარებით არის მაღლა და ამიტომ შედარებით უკეთ ყოფილა დაცული. აქ ორი ქართული წარწერაა, ერთი მათგანი საგანგებოდ შეუთეთრებიათ. მის ერთ წარწერაზე ვარსკვლავი დაუხატიათ და მერე წაუშლიათ.

ს. კარაპეტიანს აქაც მოცემული აქვს განძის სომეხი მოსახლეობის რიცხობრივი მატების ცხრილი წლების მიხედვით. საინტერესოა- სოფ. განძაში 1841 წელს 193 სული ყოფილა, 1991 წელს კი 3600 გამხდარა.

ამგვარი დემოგრაფიული მატება კარგი ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების მაჩვენებელია და არა პირიქით, როგორც ზოგიერთ დაშნაკს ჰგონია.

სომხეთის ეროვნული არქივის მონაცემით განძის სურბ-კარაპეტის ეკლესიის „არსებობა დაფიქსირებულია 1840-იან წლებიდან (ფონდი-53, სია-,, საქმე-457).

ამჟამინდელი სურბ-კარაპეტის ეკლესია აუშენებიათ 1859 წელს.

ს.კარაპეტიანს ეს მონაცემები ზედმიწევნითი სიზუსტით აქვს მოცემული, მაგრამ განძის სურბ-კარაპეტის ეკლესიის აშენების ნებართვა, რომ წარმოედგინა კარგი იქნებოდა. მისი პოვნის შემთხვევაში მართალია დოკუმენტი იურიდიულად ძალადაკარგული იქნებოდა, მაგრამ, ამ ეკლესიის სომხური მხარისათვის სარგებლობის ( და არა საკუთრებაში) გადაცემა განსჯის საგანი შეიძლება გამხდარიყო....



ნინოწმინდის რაიონი
დიდი არაგიალი
სურბ-ხაჩ (წმ.ჯვარის ეკლესია)

ს.კარაპეტიანს მოტანილი აქვს სოფელ დიდი არაგიალის მცხოვრებთა დემოგრაფიული ცხრილი: 1840-წლის მონაცემით აქ 149 სულს უცხოვრია, ხოლო 1987 წელს-1051 გამხდარა.
ვფიქრობ შთამბეჭდავი დემოგრაფიული მატებაა და არც თუ ცუდი ეკონომიური დონის მაჩვენებელია.

დიდი არაგიალის სურბ-ხაჩის ეკლესია 1830-იან წლებში ყოფილა აგებული- როგორც ს.კარაპეტიანი აღნიშნავს მაგრამ წყაროს არ მიუთითებს და ზეპირად აცხადებს.

ამ სოფელში დაცულია აგრეთვე XIII-XIV ს.ს ერთნავიანი თაღოვანი ეკლესიის ნანგრევები. სოფლის მცხოვრებნი „წერუნს“ ეძახიან, არის შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. ქვების ნატეხზე იკითხება „ თ [ევდორ]ე წ[მინდა]ი“.

ნ. ბერძენიშვილი თავის დღიურებში 1933 წელს აღნიშნავდა - „დიდრაგიალში სიძველეებია: პერანგ შემოცლილი საკმაოდ მოზრდილი ეკლესია. ის ჯერ კიდევ ივ. როსტომაშვილის დროს გატყავებული ყოფილა. ამ ეკლესიის თლილი ქვები აქვე სოფელში სომხურ ეკლესიაზე მოუხმარიათ. იყო თუ არა ან სად დაიკარგა ჩუქურთმიანი- წარწერიანი ქვები) ახალ სომხურ ეკლესიაში ამის კვალი არ ჩანს“.

ვინაიდან დიდი არაგიალის სურბ-ხაჩის ეკლესიის აგების თარიღს (1830-იანი წლები) წყარო მითითებული არ არის, ამიტომ დამატებითი მასალებია საჭირო და მერე შეიძლება მისი გადაცემა არ გადაცემის საკითხი დაისვას.



ნინოწმინდის რაიონი
ხოჯაბეკის სურბ-სარგისის ეკლესია

ს.კარაპეტიანი ხოჯაბეკის სურბ-სარგისის ეკლესიის შესახებ წერს- „ადრინდელი შენობა აუშენებიათ 1840-იან წლებში სასულიერო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

ამის შესახებ 1848 წ. კონსისტორიამ მოხსენება გაუგზავნა (სომეხთა) კათოლიკოსს ხოჯაბეკელებმა ეკლესიის კურთხევის თაობაზე. მასში აღნიშნულია:
ახალციხის გუბერნიის ხოჯაბეგის, ტრკნის, კორხის მცხოვრებლებმა კონისტორიის და სასულიერო ხელისუფალთა ნებართვის გარეშე ააშენეს საზღვრებს შუა ხის ეკლესიები.

მათ აქვთ ქვის კედლები და გადახურულია ყავრით... „ („ჯავახქ“ გვ. 243-244).

როგორც ჩანს ერზერუმიდან შემოსახლებული სომხები თვითნებურად აშენებდნენ ეკლესიებს, რა თქმა უნდა მიტოვებულ, ქართულ ეკლესიებსაც „ყურადღებას აკლებდნენ“...

ასეა თუ ისე ხოჯაბეკის ახალი ეკლესიის მშენებლობა 1882-1884 წლებში მიმდინარეობდა. იგი დასრულების შემდეგ საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის მეუფე გევორგს უკურთხებია.

აი რას წერს ნ. ბერძენიშვილი სოფელ ხოჯაბეგის სიძველენის შესახებ - აქ თითქმის არაფერი გადარჩენილა. ეკლესია 50 წლის წინ დაუნგრევიათ და მასალა ახალ ეკლესიაზე გამოუყენებიათ. სასაფლაოც გადანგურებულია. ქვები აუცლიათ.

ერთადერთი ვერძი გადარჩენილა, რომლითაც ვიღაცას თავისი მიცვალებული შეუმკია ახალ სასაფლაოზე...

1990-იან წლებში ჩაუტარებიათ აღდგენითი სამუშაოები და ე.წ. სომხური სურბ-სარგისის ეკლესია 1995 წელს საზეიმო ვითარებაში გაუხსნიათ. ხარაბა ქართული ეკლესიის თლილი ქვებით აშენებული ხოჯაბეგის სურბ-სარგისის ეკლესიის დაარსების 110 წლის იუბილე ზეიმით აღუნიშნიათ.

ვფიქრობთ, ხოჯაბეგის სურბ-სარგისის ეკლესიის სომხური მხარისთვის გადაცემის საქმე დამატებით მასალებს მოითხოვს.

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები