ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 57.2%-ით შემცირდა

16.08.21 11:15


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3%-ით ნაკლები.

 

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

 

ამავდროულად, 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5% შეადგინა.

 

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები