ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

18.08.21 14:00


ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

 

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ეკონომიკის ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები.

 

ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვაქცინაციის პროცესისა და ამ კუთხით, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

 

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები