საზოგადოება

სოფელ ტბეთში ძმებმა თანასოფლელი მოკლეს

04.10.16 20:10


პოლიციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, სოფელ ტბეთში ორი ძმა დააკავეს. მათ განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენება ედებათ ბრალად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ძმების მსხვერპლი 34 წლის მათივე თანასოფლელი გახდა. ძმები მოკლულის სახლთან იმყოფებოდნენ, როდესაც სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, ერთ-ერთმა ძმამ — გ. ხ..-მ სახლის პატრონი დანით მოკლა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოკლული მალხაზ პაქსაძე იყო. მკვლელმა მას 20-მდე ჭრილობა მიაყენა. მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლეც. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მას სხეულზე დაზიანებები არა აქვს.

შსს-ს პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ — ზ. ხ.-მ პაქსაძე თავდაპირველად დაჭრა. მომხდარის შემდეგ ტბეთის მცხოვრებლებმა ერთ-ერთი ბრალდებულის სახლი გადაწვეს. ძმები ცხელ კვალზე დააკავეს, მკვლელობის იარაღი, როგორც ნივთმტკიცება, ამოღებულია. გ. ხ.-ს წინააღმდეგ აღძრულის სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა“, რაც 7-იდან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. მისი ძმა ზ. ხ. ბრალდებულია მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები