საზოგადოება

თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ავტომანქანა ააფეთქეს

05.10.16 14:50


თბილისის ცენტრში კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს, — იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მყოფი 15-მდე ავტომანქანის საქარე მინები, სუპერმარკეტის შუშები და სამი შემთხვევითი გამვლელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.თავად დეპუტატმა და მისმა მძღოლმა, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

გივი თარგამაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აფეთქების დროს მძღოლთან ერთად თავადაც იმყოფებოდა ავტომანქანაში.
მან ვარაუდი გამოთქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანის უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული და მისი მოქმედებაში მოყვანა დისტანციურად მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით თარგამაძის ავტომობილს მთლიანად მოგლეჯილი აქვს უკანა ნაწილი.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები