ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXV

05.10.16 17:20


ნინოწმინდის რაიონი
მამზარა
სურბ-მესროპ-მაშტოცის ეკლესია
სოფელ მამზარაში 2013 წელს აგებული იქნა წმ. მესროპ-მაშტოცის სახელობის ეკლესია. რუსეთში მცხოვრებ ჰაკობ ხაჩატრიანის შეწირულობით. ეკლესია უკურთხებია საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღოლს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს.

ეპ. მირზახანიანის წარმოდგენილ მტკიცებულებას თან ახლავს „ამონაწერი საჯარო რეესტრიდან“, რომელიც ადასტურებს - მესაკუთრე გარეგინ ხაჩატრიანის იურიდიულ უფლებას ამ მიწაზე, რაზედაც მამზარას სურბ-მაშტოცის ეკლესია აუშენებიათ.

ამ დოკუმენტის იურიდიული კანონიერება უნდა შემოწმდეს.

ა) რა მოტივით გასცა ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ გარეგინ ხაჩატრიანის სახელზე აღნიშნული მიწის მესაკუთრის დოკუმენტი.

ბ) იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა განყოფილებამ, შეამოწმა თუ არა წარდგენილი საბუთები?

გ) წარმოდგენილი უნდა იქნეს სურბ-მესროპ-მაშტოცის ეკლესიის აშენების ნებართვა.
ვინაიდან ჩემ კომპენტენციაში არ შედის რეესტრის მიერ გაცემული საბუთის კანონიერება ამიტომ, ვითხოვ საქმეში ჩაერთოს იურისტი და დაადგინოს ამ საქმის იურიდიული სამართლიანობა.







ნინოწმინდის რაიონი
ჯიგრაშენი
სურბ-ჰრეშტაკაპეტაც
(წმ. მთავარანგელოზის ეკლესია)

ს.კარაპეტიანის მიერ მოტანილი ამ სოფლის მე-19-20 საუკუნეების სტატისტიკური მონაცემების შედარება გვიჩვენებს, რომ ჯიგრაშენის მოსახლეობა უწყვეტლად იზრდებოდა. მაგ. 1840 წელს თუ 367 სული ცხოვრობდა, 1987 წელს გახდა 1665 სული. ეს თვალშისაცემი ფაქტია იმის დასტურად რომ საქართველოში სომხები თავს არც ისე ცუდად გრძნობდნენ, როგორც მანუკ მანუკიანების მსგავსნი რაღაც ჭორებს თხზავენ სომეხთა ცუდი სოციალური პირობების შესახებ საქართველოში.

სოფ. ჯიგრაშენის ჰრეშტაკაპეტაცის ეკლესიის დაარსების თარიღი უცნობია, იგი დოკუმენტებში მოხსენიებულია 1850 წლიდა. ალ. ქანანიანს მოტანილი აქვს ივ.როსტომაშვილის ცნობა ჯიგრაშენის ეკლესიის შესახებ. ივ. როსტომაშვილი აღნიშნავს- „იგი ადრე ქართული იყო, ამჟამად გადაკეთებულია სომხურადო. მასზე ყოფილა ქართული წარწერა „ქ[რისტ]ე შ(ეიწყ(ალ(ენ) მშ(ო)ბ(ე)ლნი... ან მ(ა)შ(ენ)ბ(ე)ლნ....

ჯიგრაშნის სურბ-ჰრეშტაკაპეტაცის ეკლესია, რამდენადაც გადაკეთებული ქართული ეკლესიაა, ჩვენი აზრით გადაცემა შეუძლებელია...






ნინოწმინდის რაიონი
სათხე
(წმ. ღვთისმშობლის ეკლესია)

ს.კარაპეტიანი აღნიშნავს, რომ 1830-იან წლების დასაწყისში სოფ. სათხში დამკვიდრდნენ. მათ შუა საუკუნეების ეკლესია წმ. თვთისმშობლის სახელზე აკურთხეს, მოქმედებდა როგორც სამრეკლო ეკლესია. ეს შუა საუკუნეების ეკლესია ქართული რომ იყო არ ამბობს, მაგრამ მასზე „ქართულ მესროპინულ წარწერას“ გვერდს ვერ უვლის. თუმცა ამას აკეთებს ალ. ქანანიანი, რომელსაც ეს ქართული „მესროპინული წარწერები“ საკმაოდ ფართოდ განუხილავს მაგრამ ზერელედ.

ეს ე.წ. სომხური ეკლესია დგას სოფლის შუაგულში, რომელიც მიშენებულია ქართულზე, ისე რომ ქართულის სამხრეთის კედელი გამოყენებულია სომხურის ჩრდილო კედლად..... ქართული დარბაზული ტიპისაა და შემკულია ორნამენტებით და წარწერებით... ქართული ეკლესიის ორნამენტები ჩატანებულია სომხურ ეკლესიაში.

ნ. ბერძენიშვილი სათხის ეკლესიის ქართული წარწერის შესახებ წერს- სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ აქ მრავალი ქართული წარწერა განზრახ ამოუფხეკიათ. ზოგი მათგანი ივ.როსტომაშვილის აქ ყოფნის უწინარეს უკვე ამოფხეკილი ყოფილა. მას არ მოყავს ის წარწერანი, რომელთა ნაკვლევი აშკარად ჩანს, ეტყობა ეს სამწუხარო ფაქტი მას ვერ შეუნიშნავს... მაგრამ ასეთი საქმიანობა ამ მკვლევარის აქ ყოფნის შემდეგაც გაგრძელებულა და მის მიერ გადმოღებული წარწერათა უმრავლესობა ამოშლილ-განადგურებულია....

ქართულ მიწას თავშეფარებული ზოგიერთი ჯავახეთელი სომეხი ასე ბარბაროსულას მოქცევია და ახლაც ექცევა ქართულ ეკლესიებს.
ვფიქრობთ, სათხის სურბ-ასტვაწაწინის სომხურ მხარესთვის გადაცემის საკითხი საგანგებო განსჯის საგანი უნდა გახდეს!

თეთრიწყაროს რაიონი
სამღერეთი

სამღერეთის ეკლესია Xს-ის მიწურულისა ან XIს-ის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრული მნიშნველოვანი ძეგლია. ამ ეკლესიის დასავლეთის კედელი XIXს-ში მთლიანად ახლად ყოფილა აგებული, რაც საყურადღებოა მასში ძველი ეკლესიის XIII საუკუნის ორნამენტირებული ქვებია ჩატანებული. კედელში ჩასმული ყოფილა შუა საუკუნეების ხაჩქარები.

სოფ. სამღერეთის ძველი ქართული ეკლესია XIXს-ში ჩამოსახლებულ სომხურ მოსახლეობას წმ. სარგისის (სურბ-სარგისის) სახელზე უკურთხებია და მონოფიზიტური საეკლესიო წესის შესაბამისად გადაუკეთებიათ.

ს.კარაპეტიანს სოფელ სამღერეთში დაფიქსირებული აქვს სურბ-გევორგის (სურბ-ნშანის) სომხური ეკლესია, რომელიც აგებული ყოფილა შუა საუკუნეების ეკლესიის ადგილზე და ნაწილობრივ ძველი ეკლესიის ქვებიც ყოფილა გამოყენებული.

ამას კი წერს მაგრამ კონკრეტულ წყაროს არ უთითებს. ჯერდება მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ 1857 წელს დოკუმენტებში მოხსენიებულია სამღერეთის სამრევლო სკოლა.

ვფიქრობთ, ძველი ეკლესია ქართული იყო და შემდეგ მის ადგილზე ქართველმა მონოფიზიტებმა ააშენეს ახალი სურბ-გევორგის (სურბ-ნშანის) ეკლესია...





ბათუმი
სურბ-ფრკიჩ
(წმ.მაცხოვრის ეკლესია)

ბათუმში პირველი სომხური ეკლესია- სურბ-ფრკიჩი ააშენეს 1879 წელს. ეს ეკლესია მალე გამოსულა წყობიდან და 1887 წელს ახალი ეკლესიის აგების საკითხი დამდგარა.
ს.კარაპეტიანი აქ გადმოცემს ახალი ეკლესიის წლობით გაჭიანურებული მშენებლობის ისტორიას, შესაბამისი წყაროების დამოწმებით, მაგრამ მას „დაავიწყდა“ სურბ-ფრკიჩის სახელობის ეკლესიის აშენების ნებართვის დოკუმენტის წარმოდგენა.

თუმც ასეთი დოკუმენტიც რომ მოიძიოს მაინც იურიდიული ძალა არ ექნება, რადგან იგი გაცემული იქნება რუსის საოკუპაციო მთავრობის მაღალი მოხელის სასულიერო პირის მიერ, რადგან საქართველო რუსეთის სამართალმემკვიდრე არ ყოფილა და ახლაც არ არის.

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები