ეკონომიკა

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

03.09.21 17:40


სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1196 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1183 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.13 თეთრი შეადგინა.

 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7033 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6952 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3756 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.3116 ლარი ეღირება.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 სექტემბრიდან შევა ძალაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები