ეკონომიკა

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

07.09.21 18:00


სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1115 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1132 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.17 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6924 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6929 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3735 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2936 ლარი ეღირება.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 სექტემბრიდან შევა ძალაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები