პოლიტიკა

ანდრეას ნორლენი: შვედეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ძლიერ მხარდამჭერად რჩება

09.09.21 10:15


შვედეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ძლიერ მხარდამჭერად რჩება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია გაგრძელდეს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან განმარტა რა თემები განიხილა ქართველ კოლეგასთან.

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე შვედეთის პოზიცია და ახლაც მინდა გავიმეორე, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შვედეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა პარტია იღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია.

მუდმივად დაპირისპირების ნაცვლად კომპრომისი პოლიტიკურ პარტიებს შორის აუცილებელია. ჩვენ ახლა ვხედავთ ძალიან პოზიტიურ განვითარებას, რაც ეხება დემოკრატიის კონსოლიდაციას. ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია გაგრძელდეს, რადგან ეს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესებს და შვედეთი საქართველოს ევროპული მისწრაფების ძლიერ მხარდამჭერად რჩება“, - განაცხადა ნორლენმა.

 

კახა კუჭავასა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში 7 სექტემბერს დაიწყო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები