პოლიტიკა
09.09.21 15:40
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელმაც ავსტრიაში პარლამენტების სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა კახა კუჭავამ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.
„საინტერესო და შედეგიანი სამდღიანი კონფერენცია იყო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან, ვინც დაინტერესებული არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელთა წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო.
ვისაუბრეთ დეოკუპაციასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა. იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე, გაღრმავების ძალიან კარგ შესაძლებლობას. ვიტყოდი, რომ ზოგადად, საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. გაიმართება ბევრი სხვა ღონისძიებაც, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტიც შეაჯამა და განაცხადა, რომ კოლეგებმა მას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მყარი მხარდაჭერა დაუდასტურეს.
„ხშირად მქონდა კოლეგებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში, მაგრამ შეუცვლელია პირისპირ შეხვედრები და ამ პირისპირ შეხვედრების დროს მოსმენილი მათი მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
ისინი გვერდში გვიდგანან, ელოდებიან იმ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, გეგმების აღსრულებას, რომელიც ჩვენ დღის წესრიგით გვაქვს დაგეგმილი და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხარდაჭერით და ჩვენი მუშაობით შევძლებთ საბოლოოდ მიზნის მიღწევას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24