პოლიტიკა

მარინა კალიურანდი - ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს

10.09.21 10:20


ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის.

 

ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა "ტვიტერზე" გააკეთა.

 

"შესანიშნავი ამბავი - ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, გააგზავნოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად",- წერს კალიურანდი "ტვიტერზე".

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები