პოლიტიკა

ნინო წილოსანი: პარლამენტის გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე მუშაობა, პრაქტიკულად, ფინალურ ეტაპზეა

13.09.21 15:40


გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა.

 

„დღეს, პრაქტიკულად, ამ შეხვედრების ფინალური ეტაპია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პროდუქტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასებასთან დაკავშირებით წარვადგენთ, მისაღები იქნება პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის და რაც შეიძლება დროულად დავნერგავთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

მისი თქმით, გენდერული ბიუჯეტირება საპარლამენტო საქმიანობაში გენდერული პრიორიტეტებისა და საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინებას გულისხმობს.

 

„ძალიან კარგი საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის მიხედვით და გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენი ექსპერტი აღნიშნულ საკითხს ამუშავებს.

რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა პარლამენტის აპარატთან იმისთვის, რომ კონცეფცია და პრინციპი, რის მიხედვითაც შეფასებას მოვახდენთ, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე იყოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

შეხვედრას პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პარტნიორი დონორი ორგანიზაცია UNDP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები