პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში დაგეგმილ საპარლამენტო აქტივობებზე იმსჯელეს

13.09.21 17:00


ბიუროს სხდომამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად, შესაბამისი კომიტეტები განსაზღვრა. დეპუტატებმა ცნობად მიიღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევის საკითხი.

 

ასევე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი დაასახელა.

 

მიმდინარე კვირაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე გიორგი ფანგანის წარდგინებას განიხილავს.

 

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციას მოისმენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აუდიტების ანგარიშების შესახებ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები