პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

14.09.21 10:30


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სამართლებრივ ანალიტიკოსს, ელიზავეტ კარაგიანიდუსს შეხვდა.

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე წლის ივნისში, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

 

„აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრაქტიკულად, მაღალი კონსენსუსით იქნა ისინი განხორციელებული. ასევე, მაქსიმალურადაა დაზღვეული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა, გაზრდილია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა საარჩევნო პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

 

მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" წარმომადგენელი ლევან იოსელიანი და „ქართული ოცნების" წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი, რომლები იყვნენ თანამომხსენებლები და თანათავმჯდომარეები იმ ამბიციური საარჩევნო რეფორმის პროექტის, რომელიც ჩვენ კანონად ვაქციეთ", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები