პოლიტიკა
14.09.21 14:40
„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ იმ მჩაგვრელ, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომელიც ყოველდღე ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღე ებრძოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასე უსწორდებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი სისტემა მოქალაქეებს.
„ვიმყოფებით რა ხაშურში, მე ვხედავ ღირსეულ კაცს - ვალერი გელაშვილს. მინდა, მას მივესალმო და ერთი კონკრეტული კაცის ისტორია გავიხსენოთ. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ ამას - ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების, კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი, არ შეურიგდა იმ ჩაგვრას და უსამართლობას, კარგად ვნახეთ მთელმა საქართველომ, მთელმა მოსახლეობამ, როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი მასხარა კაცი და ლამის მოკლეს ვალერი გელაშვილი. რატომ?! იმის გამო, რომ ამ კაცმა მისი ხუშტურები არ აიტანა და თავი არ დაუხარა. ასე უსწორდებოდნენ სააკაშვილის მჩაგვრელი ადამიანები და მჩაგვრელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს - ბიზნესმენებს, წარმატებულ ადამიანებს, სპორტსმენებს, ყველა პროფესიის ადამიანს, პედაგოგებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ექცეოდნენ უღირსად და შეურაცხმყოფლად.
ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავასრულეთ და დავასრულეთ სამუდამოდ, ისე, რომ მეორედ ამ ადამიანებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის დანგრევის და ჩვენი ხალხის დაჩაგვრის უფლებას. ამ ადამიანებმა, სააკაშვილმა, მისმა მკვლელებმა და მაფიოზურმა ბანდამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება. დღესაც თუ რაიმე ხდება, ეს არის პირდაპირი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე-9 წელია, ჩვენი ხალხი ამ ომს უძლებს, იმ სიბინძურეს, რომელიც მათი ტელევიზიებიდან მომდინარეობს. ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, ბრძოლა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ. არჩევნების შემდეგ ყველა მოღალატეს და ყველა მტერს საკადრის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24