პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველს შეხვდა

14.09.21 16:20


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი პრემიერ მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გვესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მივიღეთ ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.

 

საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია არის განსაკუთრებული მნიშვნელობის იმისთვის, რომ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკისა და მათი უფლებების და დაცვის თვალსაზრისით.

 

ამიტომ, დავისახეთ პირველი რიგის ამოცანები და დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობა იქნება ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები