პოლიტიკა

მამუკა წოწერია: მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

17.09.21 10:45


„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ჭითაწყარში ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე იმ განსხვავებას გაუსვა ხაზი, რაც ქართულ ოცნებას და მის ოპონენტ პარტიებს აქვთ.

 

მისი განცხადებით, მმართველ პარტია კონკრეტული განვითარების გეგმით მიდის ამომრჩეველთან, ოპონენტ პარტიებს კი პირიქით რევანშისტული გზა აქვთ არჩეული, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და ეს მათ განწყობებში აისახება.

 

„ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ იგრძნობა საოცარი პოზიტივი „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატების მიმართ. ასევე, მოსახლეობა კარგად ამჩნევს იმ განსხვავებას საარჩევნო კამპანიებს შორის, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და სხვა კონკურენტი პარტიები.

 

ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიურობისკენ რათა ჩვენ ხმა მივცეთ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჯანაშია ესწრებოდა.

 

ჭითაწყარში განახლდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო სპორტული მოედნები, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება. სოფელი გაზიფიცირებულია, ჭითაწყარში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი.

 

დაგეგმილია ნარმანიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა და მეფრინველეობის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები