საზოგადოება

ფარული ჩანაწერების სკანდალის კულმინაცია - ოცნება პატრიარქსაც უსმენდა

17.09.21 18:00


საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - სუსი-დან გამოჟონილი სკანდალური ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს პატრიარქსაც უსმენდა.

 

სუსი-დან გამოჟონილი ფაილებიდან, რომელიც 2019 წლის 25 სექტემბრით თარიღდება, ირკვევა, რომ ილია მეორეს მაშინ უსმენდნენ, როდესაც ის ჯვრის მონასტერში იყო და საკუთარ დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს. დაურეკა, რომ მისი პირადი სეიფი შეემოწმებინა.

 

ცნობილია, რომ სეიფში პატრიარქის ანდერძი ინახებოდა. ჩანაწერების მიხედვით, ილია მეორეს აინტერესებდა, იყო თუ არა სეიფი დაზიანებული.  საეკლესიო კანონების მიხედვით, პატრარქის ანდერძი მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა გახსნან.

 

ამავე ჩანაწერიდან დგინდება, რომ დედა ნატალია ურეკავს ილია მეორეს და აწვდის ინფორმაციას, რომ სეიფი დაზიანებული არ არის.

 

"მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქოს რეზიდენციიდან ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე დაავალა, საპატრიარქოში არსებული მისი პირადი სეიფი შეემოწმებინა. მოგვიანებით ნატალია შიოლაშვილმა პატრიარქს განუცხადა, რომ სეიფს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება" - აღნიშნულია სუსი-ს მოხსენებაში.


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელს მიერ სკანდალური ფაილები გავრცელდა, რომელიც ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებს მოიცავს.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები