პოლიტიკა

"შინაარს ვეთანხმები, თუმცა გამოხატვის ფორმა გემოვნების საკითხია" - კობახიძე სისხლიანი პლაკატების ვაქცნაციის ბანერზე გადაკვრაზე

20.09.21 11:15


"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  სიძულვილის ენის შემცველი ბანერების ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერზე გადაკვრა, "ტექნიკური მხარეა" და კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ამ კუთხით, "ინტერესი არ აქვს" , თუმცა თავად ბანერის შინაარსს ეთანხმება.

 

"ეს არ ვიცი, ეს სუფთა ტექნიკური მხარეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგი გადაკრული იქნება რაღაცა შინაარსის ბანერზე, ზოგი რაღაცა კომერციულზე და ა.შ. ეს არ ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით.

 

შინაარსს ვეთანხმები მაგრამ გამოხატვის ქონა ეს მეორე საკითხია, ამაზე ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი შეფასება, გემოვნებიდან გამომდინარე",- თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები