პოლიტიკა

ნინო ლომჯარი: გამოჟონილმა დოკუმენტებმა, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩამაგდო

20.09.21 12:20


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მოქალაქეებია სატელეფონო საუბრებს არ უსმენდნენ. ამის შესახებ ლომჯარიამ “პალიტრანიუსთან” განაცხადა.

 

“მე ვფიქრობდი, როგორც ჩვენი უამრავი მოქალაქე ალბათ, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე უსაფრთხო არ იყო, რადგან არაებული საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა საკმარის დაცულობას და გარანტიას იმისას რომ ჩვენი სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდეს. შესაბამისად ამის ალბათობა ძალიან დიდი იყო , თუმცა გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, დეტალურობამ იმ ინფორმაციის რასაც რიგითი მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო.

 

ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციების შესახებ ამდენი ინფორმაციები გროვდებოდეს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები