პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი

21.09.21 17:00


ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

 

„რაც შეეხება მელიას განცხადებას, როდესაც შენ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - საქართველოს პარლამენტს ივანიშვილის თავყრილობას ანუ კონკრეტული პირის თავყრილობას უწოდებთ, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები