პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოვიგებთ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და საზოგადოება დაინახავს, რისი გამკეთებელია რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში

21.09.21 17:20


მერამდენედ ვხედავთ, რომ იმუქრებიან რიგგარეშე სხდომებით. მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და საზოგადოება დაინახავს, რისი გამკეთებელია რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციაა.

 

„პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებული კომენტარები არის სპეკულაცია. გვახსოვს ყველას სხდომები, მათ შორის რიგგარეშე სხდომებიც და ოპოზიციური ადგილების ნახევარი ყოველთვის ცარიელია.

დებატებში არის სუსტი მონაწილეობა და კენჭისყრებში ისინი არ ესწრებიან. ამიტომ მერამდენედ ვხედავთ, რომ იმუქრებიან რიგგარეშე სხდომებით. მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და მაგასაც დაინახავს საზოგადოება, რისი გამკეთებელია ეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, ისინი 7 თვე ატყუებდნენ თავიანთ მხარდაჭერებს, მათ ვინც მხარი დაუჭირა, უარი უთხრეს საბოლოოდ პარლამენტში შემოსვლაზე. რომ არა ის პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყო, ეს ხალხი პარლამენტში შემოსვლაზეც უარს ამბობდა, არათუ რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გავრცელებული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის. ფრაქციაში, ამ მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე, სხდომა აუცილებლად ჩაინიშნება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები