პოლიტიკა
22.09.21 10:00
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი/საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
„განსაკუთრებით აღინიშნა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართულობა და მისი განსაკუთრებული როლი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანის პროცესში, რისთვისაც უნგრეთის მხარემ მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოსა და უნგრეთის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკას და ამ პროცესში შემდგომი კოორიდნაციის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს. ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისა და ჩინური ვაქცინების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო პოსტ-პანდემიის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების განმტკიცების აუცილებლობასა და საინვესტიციო ურთიერთობების მიმართულებით არსებულ პოტენციალის უფრო აქტიურ გამოყენებას.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე. შეხვედრაზე ვიშეგრადის ჯგუფთან დიალოგის გაფართოების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიშეგრადის ჯგუფი უნგრეთის თავმჯდომარეობის პირობებშიც განაგრძობს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მხარდაჭერას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.
20-25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკს ვიზიტით ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი შედიან.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24